რთველის საკოორდინაციო შტაბის უფროსის, ანდრო ასლანიშვილის განცხადებით, სეტყვის შედეგად 3 ათას ტონამდე ყურძენი დაზიანდა. დასეტყვილ ყურძენს დღეს 3 საწარმო იბარებს, მათგან ორი გურჯაანშია, ერთი კი საგარეჯოში მდებარეობს.
„კახეთში რთველი აქტიურად გრძელდება და მოსავლის დაბინავება ყველა მუნიციპალიტეტში შეუფერხებლად მიმდინარეობს. 19 სექტემბრის მონაცემებით, რეგიონში 100 ათას ტონაზე მეტი ყურძენია გადამუშავებული. მევენახეების შემოსავალმა 155 მლნ ლარს მიაღწია“, - განაცხადა ანდრო ასლანიშვილმა.
მისივე თქმით, „რთველი 2018-ის“ საკოორდინაციო შტაბში ამ დროისთვის 235 კომპანიაა დარეგისტრირებული. 190-მა ღვინის კომპანიამ ყურძენი უკვე გადაამუშავა.