weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

საქართველო ევროპაში ყველაზე სწრაფად მზარდი ტურისტული ქვეყნების ათეულშია

13:52 სამშაბათი, 25 სექტემბერი 2018
ფოტო: Robert Harding / Alamy ფოტო: Robert Harding / Alamy

გამოცემა Bloomberg-ი გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის კვლევას აქვეყნებს. 2017 წლის ანგარიშის მიხედვით, ევროპაში ყველაზე სწრაფად მზარდ ტურისტულ ქვეყნებს შორის საქართველომ მეორე ადგილი დაიკავა, ზრდა 27.9%-ია.

სიის ათეული ასე გამოიყურება: სან მარინო (+31.1%); საქართველო (+27.9%); ისრაელი (+24.6 %); თურქეთი (+24.14%); ისლანდია (+24.11%); მაკედონია (+23.5%); აზერბაიჯანი (+20%); მოლდოვა (+19.6%); ბოსნია და ჰერცეგოვინა (+18.66%); სომხეთი (+18.65%).

Bloomberg-ის ჟურნალისტის, ნიკი ეკშტეინის თქმით, საქართველო გამოცდილი მოგზაურებისთვის საინტერესო მიმართულება გახდა: „ამ ქვეყანაში კულინარიული თავგადასავლები სულ უფრო პოპულარული ხდება და ქართული სამზარეულო მოგზაურების მოსაზიდად კატალიზატორის ფუნქციას ასრულებს. ქართული ტრადიციული კერძები საუკეთესო მიზეზია, რომ ევროპის ამ ხელშეუხებელ კუთხეს ეწვიოთ“.

ნიკი ეკშტეინი აღწერს თბილისის თანამედროვე სასტუმროებს, ბარებს, რესტორნებს და გასართობ ობიექტებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]