weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ქუთაისის წყალარინების პროექტი საინვესტიციო ბანკმა დამატებით 3 მილიონით დააფინანსა

10:29 პარასკევი, 28 სექტემბერი 2018

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა, ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) ვიცე-პრეზიდენტმა ვაზილ ჰუდაკმა და გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორმა ეკატერინე გალდავამქუთაისის წყალარინების პროექტისდასაფინანსებლად ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, ქუთაისის თანამედროვე წყალარინების სისტემის მოწყობის მასშტაბური პროექტის ფარგლებში სამშენებლო სამუშაოების დასაფინანსებლად, ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ უკვე გამოყოფილია 100 მილიონი ევრო.

პროექტი ითვალისწინებს ქუთაისის წყალარინების სისტემის და გამწმენდი ნაგებობის მშენებლობას, შეიცვლება ძველი და დამონტაჟდება ახალი საკანალიზაციო მილები, აშენდება ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობა და სატუმბი სადგურები, მოეწყობა ახალი და რეაბილიტაცია ჩაუტარდება ძველ საკანალიზაციო ჭებს. პროექტს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მართვაში არსებული - შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია“ განახორციელებს. ამ ეტაპზე მიმდინარეობს საკონსულტაციო კომპანიის შერჩევის პროცედურები, სამშენებლო სამუშაოების დაწყება 2019 წელს იგეგმება.

ახლადგაფორმებული დაფინანსების შეთანხმება ითვალისწინებს EIB-ის მიერ საქართველოსთვის დამატებით 3 250 000 ევროს ოდენობის გრანტის გამოყოფას, რომლითაც პროექტის ფარგლებში არსებული დეტალური დიზაინი გაუმჯობესდება და ზედამხედველობის საკონსულტაციო მომსახურება დაფინანსდება.

„მოხარული ვარ, რომ დღეს მქონდა შესაძლებლობა ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტთან ერთად მოგვეწერა ხელი იმ ხელშეკრულებაზე, რომელიც კიდევ მეტ დახმარებას უზრუნველყოფს და იქნება ორიენტირებული ჩვენი შესაძლებლობების გაძლიერებისთვის, ისევე როგორც ქუთაისის წყალარინების პროექტის უკეთესად შესრულებისთვის“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

მისივე თქმით, ამავე პროექტის მხარდასაჭერად, ევროკომისიის სამეზობლო პოლიტიკის ინსტრუმენტის ფარგლებში, ევროპის საინვესტიციო ბანკის მეშვეობით უახლოეს პერიოდში, დამატებით 4 600 000 ევროს ოდენობის კაპიტალური გრანტი გამოიყოფა.

ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, დღეის მდგომარეობით, EIB-ს საქართველოს ინფრასტრუქტურის გასაუმჯობესებლად, დაახლოებით 1,3 მილიარდი ევროს ოდენობის დაფინანსება აქვს გამოყოფილი. მათ შორის, 750 მილიონ ევრომდე - საგზაო ინფრასტრუქტურისთვის, 180 მილიონ ევრომდე - წყლის სექტორის და 200 მილიონ ევრომდე - მუნიციპალური ინფრასტრუქტურის დასაფინანსებლად.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]