weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

თბილისი-რომი-თბილისის მიმართულებით პირდაპირი ფრენები შესრულდება

10:13 შაბათი, 29 სექტემბერი 2018

ქართული ავიაკომპანია Myway Airlines-ი 28 ოქტომბრიდან თბილისიდან რომის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს განახორციელებს. ავიაკომპანიის ინფორმაციით, რეგულარული ფრენები კვირაში ორჯერ ხუთშაბათსა და კვირას შესრულდება.

Myway Airlines-ის ცნობით, ერთი გზის ღირებულება 320 ლარიდან დაიწყება, ორი გზის კი 633 ლარიდან.

ავიაკომპანია თბილისი-ბუდაპეშტი-თბილისის მიმართულებასაც ამატებს. 28 ოქტომბრიდან რეგულარული ფრენები ყოველ ხუთშაბათს და კვირას, 20 ნოემბრიდან კი ყოველ სამშაბათს, ხუთშაბათს და კვირას შესრულდება.

Myway Airlines ჩინური კომპანია „ჰუალინგ ჯგუფის“ მიერ დაფუძნებული ქართული ავიაკომპანიაა. ავიაკომპანიას ექსპლუატანტის სერტიფიკატი (AOC) 2018 წლის 26 თებერვალს მიენიჭა. 2018 წლის 3 აპრილს კომპანიამ განახორციელა პირველი ჩარტერული რეისი თეირანის მიმართულებით. ამჟამად კომპანიის საკუთრებაშია ორი ბოინგ 737-800 ტიპის თვითმფრინავი, რომლებიც 170 მგზავრს იტევენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]