weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ამბროლაურში მევენახეები ყურძნის ფასს აპროტესტებენ

18:34 შაბათი, 29 სექტემბერი 2018
ფოტო: RFE / RF ფოტო: RFE / RF

ამბროლაურში მევენახეებმა საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი ყურძნის ფასს აპროტესტებენ. მევენახეების თქმით, ღვინის კომპანიები ერთ კილოგრამ ყურძენში 5-6 ლარს სთავაზობენ მაშინ, როდესაც გასულ წელს ჩასაბარებელი ფასი 7-8 ლარი იყო.

რაჭაში რთველი ორი დღის წინ დაიწყო. როგორ ადგილობრივებმა „რეგინფოს“ უთხრეს, იმის გამო, რომ ღვინის კომპანიებთან ფასზე ვერ შეთანხმდნენ, ყურძნის ჩაბარების პროცესი დროებით შეჩერებულია.

ღვინის ეროვნულ სააგენტოში „რეგინფოს“ განუცხადეს, რომ ფასების დარეგულირების პროცესში არ ერევიან, რადგან წელს სახელმწიფო რთველზე სუბსიდიას არ გასცემს.

„მევენახეები და ღვინის კომპანიები ფასზე ერთად უნდა შეთანხმდნენ. ყურძნის ჩასაბარებლად მზადყოფნა ამ დროისთვის 22-მა კომპანიამ გამოთქვა“, - აღნიშნეს ღვინის ეროვნულ სააგენტოში.

მევენახეებთან შესახვედრად ამბროლაურში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ჩავიდა.

„ადგილობრივი მევენახეების მოთხოვნა იყო, მიგვეღო გადაწყვეტილება, რომ ეს ყურძენი არ გავიდეს ამბროლაურის გარეთ - აქ მოხდეს გადამუშავება, ჩამოსხმა და ადგილწარმოშობის ღვინო ჩავკეტოთ. მომავალ წელს აღარ გავა. ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა შევეგუოთ, რომ სიტუაცია იყოს მდგრადი ვიღაცის გარედან ჩაურევლად და სახელმწიფოს ხელოვნურ სუნთქვაზე ყოფნის გარეშე ეს დარგი ვითარდებოდეს“, - განაცხადა დავითაშვილმა მევენახეებთან შეხვედრაზე.

მევენახეების აქცია ამ დრომდე გრძელდება.

ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 2017 წელს რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში 769 ტონა ყურძენი (ალექსანდროული და მუჯურეთული) გადამუშავდა, მოსახლეობის შემოსავლებმა 5,4 მლნ ლარს გადააჭარბა. კომპანიებს ყურძენი ათასამდე მევენახემ ჩააბარა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]