weather cur horoscope tv
ნოემბერი 24, 2024

რაჭაში ღვინის კომპანიები ყურძენს 7 ლარად ჩაიბარებენ

14:16 კვირა, 30 სექტემბერი 2018

მევენახეების მიერ ამბროლაურში გამართული საპროტესტო აქციის შემდეგ, გადაწყდა, რომ ღვინის კომპანიები ალექსანდროულისა და მუჯურეთულის ჯიშის ერთ კილოგრამ ყურძენს 7 ლარად ჩაიბარებენ. მანამდე კომპანიები მევენახეებს 6 ლარს სთავაზობდნენ.

მევენახეების თქმით, გასულ წელს ყურძენი ძირითადად 7-8 ლარად, ზოგიერთ შემთხვევაში 9 ლარადაც გაყიდეს, წელს კი ღვინის კომპანიებმა ამ თანხის გადახდაზე უარი თქვეს.

აქციაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი მივიდა, რომელმაც აქციის მონაწილეებს მიმართა და თქვა, რომ „მშრომელ ხალხს პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებენ“.

„საუბარია ძალიან მაღალ ფასებზე, იმაზე, რომ მზარდია მოთხოვნა, რეკორდულ რთველზე და ამ ფონზე რაჭაში შეფერხებები პოლიტიკური სპეკულაციის ნიშნების მატარებელია“, - განაცხადა დავითაშვილმა.

დღეიდან რაჭაში ყურძნის ჩაბარება განახლდა. ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში ყურძენს ღვინის მწარმოებელი 18 კომპანია იბარებს. ოთხი მიმღები პუნქტი გახსნილია ქალაქ ამბოლაურში, ორი სოფელ ხვანჭკარაში, თითო პუნქტი კი ჭრებალოსა და ბუგეულში.

30 სექტემბრის მდგომარეობით, რაჭაში 155 ტონა ყურძენი (მუჯურეთული და ალექსანდროული) დაიკრიფა და ჩაბარდა. წელს რაჭაში 1500 ტონამდე მუჯურეთულისა და ალექსანდროულის მოსავალს ელიან.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]