weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

მწვანე კონცხზე ორი 28-სართულიანი კორპუსი აშენდება

16:01 კვირა, 30 სექტემბერი 2018

მახინჯაურში, მწვანე კონცხზე, სარეკრეაციო ზონაში კომპანია „ელიტ კონსთრაქშენ გრუპი“ ორი 28-სართულიანი მრავალფუნქციური კორპუსის აშენებას აპირებს. მშენებლობის დასაწყებად, ბათუმის მუნიციაპალიტეტის საკრებულომ სარეკრეაციო ზონას სტატუსი შეუცვალა.

საკრებულოს თავმჯდომარის, სულიკო თებიძის განცხადებით, მრავალფუნქციური კომპლექსის აშენება ხელს შეუწყობს მწვანე კონცხის, როგორც ტურისტული ზონის განვითარებას.

„გეგმის მიხედვით, აშენდება არაუმეტეს 28-სართულიანი სასტუმრო და საცხოვრებელი კომპლექსი, სადაც გათვალისწინებული იქნება როგორც საგანმანათლებლო, ასევე, სპორტული და სხვადასხვა საჯარო სივრცეები. მე რამდენადაც ვიცი, ეს პროექტი მერიამ რამდენჯერმე საჯაროდ განიხილა. ჩემთვის ცნობილია, რომ გათვალისწინებულ იქნა მერიის რეკომენდაცია და ნაცვლად 42-სართულიანი შენობებისა, კომპანიას არაუმეტეს 28-სართულიანი შენობების აშენების უფლება მიეცა“, - აღნიშნა საკრებულოს თავმჯდომარემ.

მწვანე კონცხისთვის სარეკრეაციო ზონის სტატუსის ჩამორთმევას და იქ მრავალსართულიანი შენობების აშენებას საზოგადოება „ბათომი“ დაუშვებლად მიიჩნევს.

„ეს უკვე დანაშაულია. ჩვენ თუ მოვიკითხავთ რა ვალდებულებები გვაქვს თუნდაც საერთაშორისო დონეზე, ვნახავთ, რომ ლანდშაფტურ განაშენიანებას ხელი აღარ უნდა მოვკიდოთ. ყველაფერი ფორმალურად ხდება. დღესაც ფაქტის წინაშე დავდექით. განა ვინმემ რამეში ჩაგვრთო და რამე გვკითხა“, - განაცხადა „ბათომის“ წარმომადგენელმა ირმა ზოიძემ.

მწვანე კონცხზე 20 366 კვ.მ. მიწის ნაკვეთი შპს „ელიტ კონსტრაქშენ გრუპს“ 2017 წლის 28 სექტემბერს, საქართველოს მაშინდელი პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განკარგულების საფუძველზე გადაეცა. კომპანიამ ქონება პირდაპირი მიყიდვის ფორმით 931 000 ლარად მიიღო და არანაკლებ 4 მილიონი ლარის ინვესტიციის განხორციელების ვალდებულება აიღო.

„ელიტ კონსტრაქშენ გრუპი“ მთავრობის ამ განკარგულებამდე ერთი თვით ადრე, 2017 წლის აგვისტოში შეიქმნა. კომპანიის 100 % წილის მფლობელი დაჩი ჩაგანავაა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]