weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ავტომანქანების ტექნიკური ინსპექტირების III ეტაპი ოქტომბრიდან იწყება

22:12 კვირა, 30 სექტემბერი 2018

პირველი ოქტომბრიდან საქართველოში ავტომანქანების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების მესამე ეტაპი იწყება. ტექინსპექტირებას დაექვემდებარება ფიზიკური პირების საკუთრებაში არსებული M1 (მსუბუქი) კატეგორიის ყველა ის ავტომანქანა, რომლის ძრავის მოცულობა 3 000 კუბური სმ ან მეტია.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, ავტომანქანები ტექინსპექტირებას დაექვემდებარებიან მათი კატეგორიისა და რეგისტრაციის თარიღის მიხედვით. მაგალითად, თუ ავტომანქანა M1 (მსუბუქი) კატეგორიისაა, რომლის ძრავის მოცულობა შეადგენს 3000 კუბურ სანტიმეტრს ან მეტს და მისი რეგისტრაციის მოწმობის გაცემის თარიღია 28/11/2013, ამ ავტოსატრანსპორტო საშუალებამ ინსპექტირება უნდა გაიაროს 2018 წლის 28 ნოემბრამდე. ამ ვადის გასვლის შემდეგ ავტოსატრანსპორტო საშუალება დაექვემდებარება დაჯარიმებას ადმინისტრაციული წესით.

ავტომანქანების ხელახალი რეგისტრაციის შემთხვევაში, პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების გავლა სავალდებულოა რეგისტრაციის მომენტიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში.

ინსპექტირებისას წარსადგენია შემდეგი დოკუმენტები: სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის მოწმობა და მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი საბუთი.

ტექინსპექტირებისას მოწმდება: სატრანსპორტო საშუალების იდენტიფიკაცია; სამუხრუჭო აღჭურვილობა; საჭით მართვის სისტემა; ხილვადობა; ფარები, შუქამრეკლები და ელექტრომოწყობილობა; ღერძები, თვლები, საბურავები და დაკიდება; შასი და მისი შემადგენლები; სხვა მოწყობილობები; გარემოზე უარყოფითი ზემოქმედება.

სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეს (მფლობელს) შეუძლია, დამოუკიდებლად აირჩიოს ინსპექტირების ცენტრი სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის ადგილისა და საცხოვრებელი ადგილის მიუხედავად.

ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების პროცესის გამარტივების და მომსახურების გაუმჯობესების მიზნით, სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოში მოქმედებს ცხელი ხაზი, რომლის ნომერია 1484. ცხელი ხაზი ტექნინსპექტირების ეტაპობრივად ამოქმედების პროცესისა და პირობებით დაინტერესებულ ადამიანებს ემსახურება და შესაბამის ინფორმაციას აწვდის.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]