მემორანდუმი აყალიბებს საქართველოსა და საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოსთან თანამშრომლობის ძირითად პრინციპებს, რომლის თანახმადაც, მემორანდუმის ამოქმედებიდან ერთი წლის განმავლობაში მხარეები ერთობლივად იმუშავებენ შესაბამისი საკანონმდებლო, ინფრასტრუქტურული და სასწავლო მიმართულებებით და ერთი წლის თავზე შეაჯამებენ ერთობლივი ძალისხმევის შედეგებს და განსაზღვრავენ იმ ფორმას, რომლითაც იქნება საერთაშორისო სავაჭრო პალატის საერთაშორისო სასამართლო წარმოდგენილი იყოს საქართველოში.
„ამ ნაბიჯით საქართველოს ბიზნეს და საარბიტრაჟო რეგიონულ ჰაბად ტრანსფორმირების პროექტი, რომელზეც ჩვენი მთავრობა მიზანსწრაფულად მუშაობს, რეალობა ხდება. ჩვენს ქვეყანას ამისათვის კარგი პოტენციალი გააჩნია და ეს პოტენციალი ეფუძნება განვითარებულ კანონმდებლობას არბიტრაჟის შესახებ, საარბიტრაჟო და მთლიანობაში დავის ალტერნატიული საშუალებებით მოგვარების წინ წასულ კულტურასა და საერთაშორისო საარბიტრაჟო პროცედურებთან სრულად თავსებად ქართულ სამოსამართლო პრაქტიკას (arbitration-friendly Georgian judiciary). გეოპოლიტიკური მდგომარეობა, მრავალენოვნება და განვითარებული სამართლებრივი და ინსტიტუციური გარემო ასევე საქართველოს უპირატესობაა“, - აცხადებენ იუსტიციის სამინისტროში.