weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

საგადასახადო დოკუმენტების გაყალბების ბრალდებით კომპანიის დირექტორი დააკავეს

11:11 ორშაბათი, 08 ოქტომბერი 2018

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გასაღების ბრალდებით თბილისში ერთ-ერთი კომპანიის დირექტორი დააკავეს.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით დაამზადა და გაასაღა ყალბი საგადასახადო ანგარიშფაქტურა და სასაქონლო ზედნადებები 106 000 ლარის ღირებულების საქონლის ფიქტიურ მიწოდებაზე.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაული სასჯელის სახით 2-დან 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]