weather cur horoscope tv
ნოემბერი 24, 2024

იანვარ-სექტემბერში ქართული ღვინის ექსპორტი 13%-ით გაიზარდა

12:31 ორშაბათი, 08 ოქტომბერი 2018

ღვინის ეროვნული სააგენტო ქართული ღვინის ექსპორტის მონაცემებს აქვეყნებს. სააგენტოს ინფორმაციით, 2018 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოდან მსოფლიოს 53 ქვეყანაში ექსპორტირებულია 60 მილიონამდე ბოთლი ღვინო (0,75 ლ), რაც 13%-ით აღემატება გასული წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს. 

ექსპორტირებული ღვინის ღირებულებამ 142 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, ზრდა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 22%-ია.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ექსპორტი გაზრდილია ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზრებზე: იაპონია - 68% (172 673 ბოთლი), პოლონეთი - 32% (2 465 541) და დიდი ბრიტანეთი - 22% (67 310);

ექსპოტი გაიზარდა ევროპისა და ამერიკის მიმართულებითაც: რუმინეთი - 390% (84 654), ჩეხეთი - 69% (31 050), ნიდერლანდები - 47% (60 309), გერმანია - 22% (349 216), ლიეტუვა - 18% (331 620), ესტონეთი - 16% (420 704), კანადა -13% (119 418), საფრანგეთი - 11% (107 126), ლატვია - 9% (1 245 324) და ა.შ.; ასევე ტრადიციულ ბაზრებსა და აზიის მიმართულებით: თურქმენეთი - 80% (120 294), ყირგიზეთი - 54% (179 610), ყაზახეთი - 30% (2 658 224), მონღოლეთი - 44% (162 390), უკრაინა - 27% (6 746 598), ბელარუსი 13% (1 188 822), რუსეთი - 11% (37 064 677) და სხვა.

ექსპორტიორი ქვეყნების პირველ ხუთეულშია რუსეთი (37 064 677), უკრაინა (6 746 598), ჩინეთი (4 821 937), ყაზახეთი (2 658 224) და პოლონეთი (2 465 541).

ამასთან, იანვარ-სექტემბერში საქართველოდან მსოფლიოს 22 ქვეყანაში ექსპორტირებულია 13.5 მილიონი ბოთლი (0.5 ლ) ბრენდი, რაც 19%-ით აღემატება გასული წლის 9 თვის მონაცემებს. ბრენდის ექსპორტით მიღებულმა შემოსავლებმა 27.6 მლნ აშშ დოლარს მიაღწია - ზრდამ 10% შეადგინა.

2018 წლის ცხრა თვეში საქართველოდან მსოფლიოს 24 ქვეყანაში ექსპორტირებულია 824 ათასი აშშ დოლარის ღირებულების 287 ათასი ბოთლი (0.5 ლ) ჭაჭა, ზრდამ 96% შეადგინა.

ღვინის, ბრენდის, ჭაჭის, საბრენდე სპირტისა და ჩამოსასხმელი ბრენდის ექსპორტით მიღებულმა შემოსავლებმა 222.7 მილიონ აშშ დოლარს მიაღწია, რაც 15%-ით აღემატება გასული წლის იანვარ-სექტემბრის მაჩვენებელს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]