შვედეთის სამეფო მეცნიერებათა აკადემიის განცხადებით, ნობელის კომიტეტმა უილიამ ნორდჰაუსს პრემია გრძელვადიან მაკროეკონომიკურ ანალიზში კლიმატის ცვლილებების ინტეგრაციისთვის მიანიჭა, ხოლო პოლ რომერს - გრძელვადიან მაკროეკონომიკურ ანალიზში ტექნოლოგიური ინოვაციების ინტეგრაციისთვის.
პრემია 9 მილიონ შვედურ კრონს ანუ 1 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.