weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

სიღნაღში 130-ნომრიანი სასტუმრო 2020 წელს გაიხსნება

16:17 სამშაბათი, 09 ოქტომბერი 2018

სიღნაღში, ყოფილი ტურბაზის ტერიტორიაზე, ოთხვარსკვლავიანი სასტუმრო შენდება, რომელიც დამსვენებლებს 2020 წლიდან მიიღებს. პროექტს საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდი ახორციელებს. დღეის მდგომარეობით, მისი საინვესტიციო მოცულობა 21 მილიონი აშშ დოლარია.

130-ნომრიან სასტუმროში განთავსდება სპა და ფიტნეს ცენტრები, ღია და გარე აუზი, ღვინის ბარი, მარანი, მაღალი კლასის რესტორანი, ლაუნჯ ბარი 360-გრადუსიანი ხედით და მასშტაბური საკონფერენციო დარბაზი. პროექტი 50 000 კვ.მ მიწის ნაკვეთს მოიცავს, ხოლო საერთო სამშენებლო ფართი 14 000 კვ.მ-ია.

საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდი ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით შექმნილმა თანაინვესტირების ფონდმა 2016 წელს დააფუძნა. ტურიზმის განვითარების ფონდის მიზანი სტრატეგიული მნიშნელობის ტურისტული პროექტების მხარდაჭერა, ტურისტების მოზიდვა და მსოფლიო ტურიზმის რუკაზე საქართველოს დამკვიდრებაა. ფონდის საინვესტიციო პორტფელში ათი პროექტი ერთიანდება, რომელთა ჯამური საინვესტიციო მოცულობა 600 მილიონ დოლარს აჭარბებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]