weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ბორჯომში ხანძრით დაზიანებული ტყის აღდგენა იწყება

09:57 პარასკევი, 12 ოქტომბერი 2018

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ბორჯომის ხეობაში, 2008 წლის აგვისტოს ომის დროს და 2017 წლის აგვისტოში ხანძრით დაზიანებული ტყის ტერიტორიაზე ხეების დარგვის სამუშაოებს იწყებს.

სამინისტროს ინფორმაციით, 4000-მდე წიწვოვანი სახეობის ნერგი სოფელ დაბას მიმდებარე ტერიტორიაზე დაირგვება.

მიმდინარე წლის შემოდგომაზე, ტყის აღდგენა 144 ჰექტარზე მოხდება და დაახლოებით 400 000-მდე ნერგი დაირგვება. ტყის აღდგენის სამუშაოებში ადგილობრივი მოსახლეობაა ჩართული. დარგვის პროცესი მეტყევე-სპეციალისტების ზედამხედველობით განხორციელდება.

სოფელ დაბას მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარი 2017 წლის 20 აგვისტოს გაჩნდა. ხანძრის კერა 2008 წლის აგვისტოს თვეში რუსეთ-საქართველოს შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად გადამწვარი ტყის ფართობზე - 2014-2017 წელს აღდგენილ ტერიტორიებსა და 2008 წლის ხანძარს გადარჩენილი ტყის მასივს შორის არსებულ ფართობზე წარმოიშვა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]