weather cur horoscope tv
ოქტომბერი 10, 2024
×

შეტყობინება

Failed loading XML... Opening and ending tag mismatch: description line 1 and script Opening and ending tag mismatch: item line 1 and div Sequence ']]>' not allowed in content internal error: detected an error in element content

ყვარლის ტყეში ხანძრის ქრობაში ჯარიც ჩაერთვება

18:42 პარასკევი, 02 სექტემბერი 2022

კახეთში, ყვარლის მუნიციპალიტეტში ხანძარსაწინააღმდეგო მოქმედებებში საქართველოს თავდაცვის ძალებიც ჩაერთვებიან. ამის შესახებ ბრძანებას პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მოაწერა ხელი.

სოფელ შილდასთან, ტყეში ხანძარი გუშინ გაჩნდა და ათამდე აქტიური კერა დაფიქსირდა. რთული რელიეფის გამო, ცეცხლის გავრცელების ადგილებამდე სახანძრო ტექნიკის მიყვანა შეუძლებელია. ხანძრის ჩაქრობას მეხანძრე-მაშველები და შილდის მცხოვრებლები ცდილობენ. დღეს, დღის მეორე ნახევარში ქრობის პროცესში სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენიც ჩაერთო.

ხანძრის გაჩენის სავარაუდო მიზეზად ჰაერის მაღალი ტემპერატურა სახელდება.

ჯერჯერობით უცნობია, ტყის რა ფართობია დამწვარი. ადგილობრივები ამბობენ, რომ დასახლებულ ადგილებზე ცეცხლის გავრცელების საშიშროება არ არსებობს.

ტყის ხანძრის ჩაქრობას ცდილობენ ბორჯომის მუნიციპალიტეტშიც. ლიკანთან ახლოს, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე, წიწვოვან ტყეში ცეცხლი გუშინ გაჩნდა. ამ დროისთვის, ხანძრის კერები ლოკალიზებულია.  

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]