weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ბრაკონიერობაში მხილებულმა ტყის მცველებმა თანამდებობები დატოვეს

12:38 ორშაბათი, 15 ოქტომბერი 2018
ფოტოზე სატყეო სააგენტოს უფროსი თორნიკე გვაზავა ფოტოზე სატყეო სააგენტოს უფროსი თორნიკე გვაზავა

პანკისის ხეობაში ბრაკონიერობაში მხილებულმა სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა, ბექსო ქუშანაშვილმა, ასლან ბორჩაშვილმა და ვაჟა ნარიმანიძემ დაკავებული თანამდებობები პირადი განცხადების საფუძველზე დატოვეს. ამის შესახებ „რეგინფოს“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში განუცხადეს.

სამინისტროს ინფორმაციით, ხადორჰესის მიმდებარე ტერიტორიაზე, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისა და ახმეტის პოლიციის თანამშრომლების მიერ, გადამოწმების მიზნით, გაჩერებულ იქნენ მოქალაქეები, რომლებსაც აღმოაჩნდათ რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღი, ჩეზეს მარკის 3 ცალი შაშხანა, სავარაუდოდ, საბრძოლო ვაზნებით და ასევე მოკლული და დანაწევრებული 1 ერთეული მამალი არჩვი. შემდგომი გადამოწმებით დადგინდა, რომ მოქალაქეები ტყის მცველები იყვნენ.

პანკისის სათემო რადიოს ინფორმაციით , ბრაკონიერებმა არჩვი ერთ-ერთი თანამდებობის პირისთვის საჩუქრად გადასაცემად მოკლეს.

გარემოსდაცვითი ზედახმედველობის სამსახურის განმარტებით, საქმე სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს და რეაგირებისთვის პოლიციას გადაეცემა.

სააგენტო „რეგინფოს“ ინფორმაციით, აღნიშნული ტყის მცველები ბრაკონიერობაში სხვა დროსაც იყვნენ შემჩნეულები.

არჩვი საქართველოს წითელი ნუსხით დაცული სახეობაა და მისი მოკვლის შემთხვევაში, გარემოსთვის მიყენებული ზიანის ოდენობა 30 000 ლარს შეადგენს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]