ადგილზე შექმნილია საგანგებო შტაბი. ამ დროისთვის მეხანძრეები ხანძრის ლოკალიზებას ცდილობენ. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური იუწყება, დასახლებულ ტერიტორიებზე ცეცხლის გავრცელების საშიშროება არ არსებობს.
სოფელ ზეკართან ხანძარი გუშინ გაჩნდა. რთული რელიეფის გამო ადგილზე სახანძრო-სამაშველო ტექნიკა ვერ მიდის, რის გამოც ცოცხალი ძალაა მობილიზებული.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ცეცხლის წაკიდებით სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.