weather cur horoscope tv
ნოემბერი 24, 2024

უძველესი ცივილიზაციის გაქრობის მიზეზი კლიმატის ცვლილება გახდა

13:50 სამშაბათი, 20 ნოემბერი 2018

დაახლოებით 4000 წლის წინ, მდინარე ინდის ხეობაში არსებულმა ცივილიზაციამ თავისი ქალაქები მიატოვა და ცარიელი ნაგებობები ბედის ანაბარად დატოვა. ჰარაპას კულტურას აყვავებული ეკონომიკა ჰქონდა და საკმაოდ შორს ვრცელდებოდა მისი ვაჭრობა, თუმცა ძვ. წ. 1800 წლისთვის ცივილიზაციამ განვითარებული ქალაქები მიატოვა და ჰიმალაის მთიანეთში, უფრო პატარა სოფლებში გადასახლდა.

მკვლევართა განცხადებით, ამ მძიმე დაღმასვლის მიზეზი კლიმატის ცვლილება გახდა, რამაც მათ საკუთარი სახლების დატოვება აიძულა. კლიმატის ცვლილების დღევანდელი მაღალი მაჩვენებლისგან განსხვავებით, მიზეზი მაშინ დათბობა არ ყოფილა. საქმე ეხებოდა მინი-გამყინვარების ხანას, რამაც ნახევარსფეროებს შორის თერმული ბალანსის ცვლილება გამოიწვია, მუსონების რაოდენობა ზამთარში გაიზარდა, ზაფხულში კი შემცირდა.

ცვლილებამ თავის მხრივ უარყოფითი გავლენა მოახდინა სოფლის მეურნეობაზე და გაჩნდა ჰარაპას ცივილიზაციას მოსახლეობის გამოკვების პრობლემაც. შესაბამისად, მათ მხოლოდ ერთი ლოგიკური არჩევანი დარჩათ - გადაადგილება.

უცნობია, როგორ გადაადგილდნენ ისინი ან რამდენ ხანს მოუნდნენ ისინი ამას, მაგრამ ერთი რამ ცხადია - ჰიმალაის მთისწინეთში არსებობა მათ დიდხანს არ შეეძლოთ. თანდათანობით წვიმები იქაც შემცირდა და ჰარაპას ცივილიზაციაც გაქრა. მკვლევართა თქმით, უცნობია, არის თუ არა მათი გაქრობის მიზეზი მთლიანად კლიმატის ცვლილება, რადგან ამავე პერიოდში ამ რეგიონში მოვიდა ინდო-არიული კულტურა რკინის ხანის იარაღებით, ცხენებითა და ურმებით.

 

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]