weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ბენზინში ტყვიის შემცველობის დასადგენად ბენზინგასამართი სადგურების შემოწმება დაიწყო

11:38 ოთხშაბათი, 05 დეკემბერი 2018

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ბენზინში ტყვიის შემცველობის დადგენის მიზნით, ბენზინგასამართი სადგურების შემოწმება დაიწყეს. ქვეყნის მასშტაბით სულ 240 სინჯის აღებაა დაგეგმილი.

დეპარტამენტის თანამშრომლები ბენზინგასამართ სადგურებს კომპანიების წინასწარი გაფრთხილების გარეშე ამოწმებენ. აღებული სინჯების ლაბორატორიულ კვლევას საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე ლაბორატორია უზრუნველყოფს. კვლევის შედეგად, დადგინდება, შეესაბამება თუ არა საქართველოში შემოტანილ ბენზინში ტყვიის შემცველობა კანონით დადგენილ ნორმას.

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის თანახმად, საქართველოს ტერიტორიაზე ისეთი საავტომობილო ბენზინის ან/და დიზელის საწვავის მიწოდება, რომლის ხარისხიც ვერ აკმაყოფილებს საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ საავტომობილო ბენზინის ხარისხობრივ ნორმებს ან/და დიზელის საწვავის შემადგენლობის ნორმებს, გამოიწვევს დაჯარიმებას 8 000 ლარის ოდენობით.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]