weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

ალაზანზე ელექტროშოკური აპარატით 20 კილო თევზი დაიჭირეს – დეპარტამენტი

15:16 ორშაბათი, 10 დეკემბერი 2018

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, სასაზღვრო პოლიციის მე-4 სამმართველოს თანამშრომლებთან ერთად, უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს.

დეპარტამენტის ინფორმაციით, სამმა მოქალაქემ გასაბერი ნავიდან, ელექტროშოკური ზემოქმედების აპარატისა და ჩოგან ბადის გამოყენებით 20 კილოგრამი სხვადასხვა სახეობის თევზი მოიპოვა. სამართალდარღვევა სიღნაღის მუნიციპალიტეტში, მდინარე ალაზანზე გამოავლინეს.

მომხდართან დაკავშირებით ოქმები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 86-ე მუხლის მე-9 ნაწილის საფუძველზე შედგა, რაც ითვალისწინებს 3 000 ლარის ოდენობით დაჯარიმებას, მოპოვებული თევზის ან წყლის სხვა ცოცხალი ორგანიზმის, სამართალდარღვევის იარაღისა და წყლის სატრანსპორტო საშუალების კონფისკაციით.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]