weather cur horoscope tv
ნოემბერი 24, 2024

გუდამაყარში, ფშავსა და პირიქითა ხევსურეთში დაცული ლანდშაფტი შეიქმნება

12:11 სამშაბათი, 11 დეკემბერი 2018
ფოტოზე ლევან დავითაშვილი ფოტოზე ლევან დავითაშვილი

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, გუდამაყარში, ფშავსა და პირიქითა ხევსურეთში დაცული ლანდშაფტი შეიქმნება.

„იქმნება არაგვის დაცული ტერიტორია, დაცული ლანდშაფტის სახით. მართვა და პროექტები ერთობლივად განხორციელდება მუნიციპალიტეტისა და დაცული ტერიტორიების სააგენტოს მიერ. გუდამაყარში, ფშავსა და პირიქითა ხევსურეთში იქმნება დაცული ლანდშაფტი, რომელიც ეკოტურიზმის განვითარების საშუალებას მოგვცემს“, – განაცხადა გარემოს დაცვის მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ.

დღის წესრიგის მიხედვით, მთავრობის გუშინდელ სხდომაზე ლევან დავითაშვილმა წარადგინა კანონპროექტები „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „თრუსოს დაცული ლანდშაფტის შექმნისა და მართვის შესახებ“ და „არაგვის დაცული ლანდშაფტის შექმნისა და მართვის შესახებ“.

დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოში სულ ორი დაცული ლანდშაფტია, რომელიც ახმეტის და ქობულეთის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე მდებარეობს. პირველი დაცული ლანდშაფტი - „თუშეთის დაცული ლანდშაფტი“ 2003 წელს შეიქმნა, 2009 წელს კი „კინტრიშის დაცული ლანდშაფტი“ დაარსდა. მათ მუნიციპალიტეტების მიერ შექმნილი ადმინისტრაცია, სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოსთან შეთანხმებით, მართავს.

2013 წლის მდგომარეობით საქართველოში დაცული ლანდშაფტის საერთო ფართობი 34 708 ათასი ჰექტარია. ამ კატეგორიის დაცულ ტერიტორიაზე შესაძლებელია ბუნებრივი რესურსების მდგრადი მოხმარება და ეკოტურიზმის განვითარება კონსერვაციის მიზნების ხელშესაწყობად.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]