weather cur horoscope tv
ნოემბერი 24, 2024

ლეონარდო დიკაპრიომ ოკეანეების დაცვის კამპანია წამოიწყო

13:52 ხუთშაბათი, 22 ივნისი 2017

ცნობილია, რომ ოსკაროსანი მსახიობი და პროდიუსერი ლეონარდო დიკაპრიო აქტიურადაა ჩართული გარემოს დაცვისთვის ბრძოლასა და კლიმატური ცვლილებების საკითხების კამპანიებში. ჰოლივუდის ვარსკვლავმა ამჯერად მსოფლიო საზოგადოებას მისივე ფონდისა და კომპანია Represent-ის აქციაში ჩართვისკენ მოუწოდა.

დიკაპრიომ სოციალურ ქსელ „ინსტაგრამში“ გამოქვეყნებული პოსტით ნებისმიერ მსურველს მისი ფონდის მიერ წარმოებული ლიმიტირებული კოლექციიდან მაისურის შეძენა სთხოვა. გაყიდვებიდან შემოსული თანხები კი დაბინძურებული ოკეანეების გაწმენდის საქმეს მოხმარდება.

„დავიცვათ ჩვენი ოკეანეები. შეიძინეთ მაისური ან სპორტული სვიტერი და იყავით ქველმოქმედი“, - აცხადებს 42 წლის მსახიობი.

ერთი მაისურის ღირებულება 30, ხოლო სპორტული მოსასხამის ფასი 45 დოლარია.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]