weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

საქართველოს შავი ზღვის სანაპიროზე თევზის რესურსის შესაფასებლად კვლევა ჩატარდება

11:57 ოთხშაბათი, 19 დეკემბერი 2018

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს შავი ზღვის სანაპიროს სარეწაო რესურსების აკუსტიკური კვლევა ჩატარდება და თევზის რესურსების შეფასება მოხდება, რასაც პირველად საქართველოს ისტორიაში, სამეცნიერო კვლევითი გემი განახორციელებს.

სამეცნიერო კვლევით გემზე უცხოელ მეცნიერებთან ერთად გარემოს ეროვნული სააგენტოს მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის სპეციალისტები იმუშავებენ. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, სამეცნიერო კვლევების ფარგლებში შესწავლილი იქნება სანაპიროს სარეწაო რესურსების პოტენციალი, რაც ხელს შეუწყობს შავ ზღვაში თევზების კვოტირების განსაზღვრას, სწორ სარეწაო პროგნოზირებას და მეთევზეობის განვითარებას.

„1995 წლიდან 2001 წლამდე საქართველოში აკუსტიკურ კვლევას უკრაინული სამეცნიერო გემი ახორციელებდა. ჩატარებული კვლევებით სრულყოფილი არ იყო, რაც მნიშვნელოვნად აისახებოდა რესურსების შეფასების კორექტულობაზე და შესაბამისად დარგის მართვის ეფექტურობაზე“, – აცხადებენ სააგენტოში.

მათივე ცნობით, კვლევა ხმელთაშუა ზღვის თევზჭერის გენერალური კომისიის პროექტის ფარგლებში ჩატარდება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]