კონკურსი „სუფთა რეგიონი“ უკვე მესამედ, „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები -საქართველოს“, პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტისა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით ჩატარდა.
2018 წლის კონკურსის დანარჩენი ნომინაციების გამარჯვებულები არიან:
ნომინაცია „სუფთა ქალაქი“ – ზუგდიდი;
ნომინაცია „სუფთა მუნიციპალიტეტი“ – ზუგდიდის მუნიციპალიტეტი;
ნომინაცია „სუფთა სოფელი“ – საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელი ჭორვილა;
ნომინაცია „ლამაზი აივანი“ – ფატმან გრიგოლავას სახლის აივანი (ქუთაისი);
ნომინაცია „ლამაზი ეზო“ – 3 პირველი ადგილი: ნომინაცია „კერძო სახლის ლამაზი ეზო“ – აკაკი გედენიძე (ხონის მუნიციპალიტეტი); ნომინაცია „კორპუსის ეზო“ – ზუგდიდი, ქუჯის ქუჩა; ნომინაცია „იურიდიული პირის ეზო“ – ღვინის კომპანია GWS (თელავი).
კომისიის გადაწყვეტილებით წამახალისებელი სიგელები გადაეცათ: ნომინაციაში „სუფთა მუნიციპალიტეტი“ – ხარაგაულისა და საჩხერის მუნიციპალიტეტებს; ნომინაციაში „სუფთა სოფელი“ – ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ შორაპანს და ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ოჩბას; ნომინაციაში „ლამაზი ეზო“ – რამაზ კიკვაძეს (წყალტუბო) და ნონა ომარაშვილს (მცხეთა).
კონკურსის ფარგლებში სიგელები გადაეცათ: ქობულეთის მერიას პლაჟის საუკეთესო დასუფთავებისთვის; ქვემო ქართლის საპატრულო პოლიციის უფროსს, კახა ბუხრაძეს და გარემოსდაცვის ზედამხედველობის დეპარტამენტის ქვემო ქართლის რეაგირების განყოფილების უფროსს დავით ასლამაზიშვილს.
ორგანიზატორების განცხადებით, კონკურსის ნომინაციებში გამარჯვებულები, ფოტო/ვიდეო მასალების საფუძველზე, სპეციალურმა კომისიამ გამოავლინა, რომელშიც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, საზოგადოებრივი ორგანიზაციების და მედიის წარმომადგენლები შედიოდნენ.