76 წლის მსახიობის თქმით, ყველა, ვინც მეცნიერებას უარყოფს და მის წინაშე მდუმარეა, ისტორიის მცდარ მხარეს იმყოფება. ფორდის განცხადებით, ყველანი ჩვენი დროის უდიდეს მორალურ კრიზისში ვიმყოფებით და ბუნებისადმი უპასუხისმგებლობა დამანგრეველ შედეგებამდე მიგვიყვანს.
დონალდ ტრამპს შეერთებულ შტატებში კლიმატური ცვლილების პრობლემისადმი იგნორით იცნობენ. პრეზიდენტს არაერთხელ გაუჟღერებია შეთქმულების თეორიები გლობალურ დათბობაზე, რასაც იგი ყველაზე ხშირად ჩინეთის მიერ დაგებულ ხრიკებს უწოდებდა.