weather cur horoscope tv
ნოემბერი 23, 2024

ჩინეთში აზიის პირველი ვერტიკალური ტყე გაშენდება

13:35 სამშაბათი, 14 თებერვალი 2017

ჩინეთის ქალაქ ნანკინში აზიის პირველი ვერტიკალური ტყე 3000-ზე მეტი მცენარით მაღალ ცათამბჯენებზე გაშენდება, რომლებიც ნახშირორჟანგს ყოველდღიურად 60 კგ-მდე ჟანგბადად გადააქცევს.

იტალიელი სტეფანო ბოერის დიზაინით შექმნილ ვერტიკალურ ტყეებს, რომელიც ორ მაღალ შენობაზე განთავსდება, „ნანკინის კოშკები“ დაერქმევა და ისინი 2018 წელს გაიხსნება. კოშკების სიმაღლე, შესაბამისად, 200 მ და 108 მ იქნება. ისინი ათასზე მეტი ენდემური სახეობის ხეებითა და 23 სხვადასხვა სახის მცენარით დაიფარება. მაღალ შენობაში მუზეუმი, ოფისები, სიმწვანის სკოლა და კლუბი განთავსდება.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი რამ იტალიის ქალაქ მილანში უკვეა გაშენებული, შვეიცარიის ქალაქ ლოზანაში კი ნანკინის მსგავსად იგეგმება, მათი ავტორი ასევე სტეფანო ბოერია.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]