weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

კახეთის ბიოსფერული რეგიონის დაფუძნებისთვის საქართველო იუნესკოს მიმართავს

17:59 ხუთშაბათი, 21 მარტი 2019

კახეთის რეგიონის ბიოსფერული რეგიონის (რეზერვატის) დაფუძნებისთვის საქართველო გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციას (იუნესკო) მიმართავს. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

სამინისტროს ცნობით, ეროვნული სატყეო პროგრამის ფარგლებში, აღმოსავლეთ საქართველოში, კახეთის ბიოსფერული რეგიონის (რეზერვატის) დაფუძნების ხელშეწყობის მიზნით, საკოორდინაციო შეხვედრა გაიმართა.

„სამინისტროს მიერ ინიცირებული პროექტის ფარგლებში, ახმეტის, თელავისა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტებში სათანადო ზონირებისა და კვლევების ჩატარების შემდეგ, ბიოსფერული რეგიონის სტატუსის მინიჭებისთვის საქართველო იუნესკოში წარსადგენ დოკუმენტაციას მოამზადებს. 

პროექტი შერჩეულ მუნიციპალიტეტებში ხელს შეუწყობს ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებას, ტყეების მდგრად მართვას, მდგრადი სოფლის მეურნეობისა და ეკო ტურიზმის განვითარებას.

2015 წელს, სათანადო კვლევებზე დაყრდნობით, სწორედ კახეთის რეგიონი შეირჩა - თუშეთისა და ვაშლოვანის დაცული ტერიტორიები და მათი მიმდებარე დასახლებები. პროექტის წარმატებით განხორციელება მწვანე ეკონომიკის, განათლების, ბიოდინამიური სოფლის მეურნეობის, სამეცნიერო კვლევების და სათანადო ცოდნის გაუმჯობესებას და შესაბამისად დასაქმებასაც შეუწყობს ხელს“, – აცხადებენ გარემოს დაცვის სამინისტროში.

მათივე ცნობით, საკოორდინაციო შეხვედრაზე სახელმწიფო ორგანოების, მუნიციპალიტეტების, სამოქალაქო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ბიოსფერული რეგიონის დაფუძნების საკითხებზე და ამ პროცესის წარმატებით განხორციელებაზე, ურთიერთთანამშრომლობასა და სამომავლო საქმიანობებზე იმსჯელეს.

პროექტი „აღმოსავლეთ საქართველოში, კახეთის ბიოსფერული რეგიონის დაფუძნების ნომინაციის ხელშეწყობა“ გერმანიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით, მიხეილ ზუკოვის ფონდისა (Succow) და მისი პარტნიორი ორგანიზაციის კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის (RECC) მიერ ხორციელდება და მას კოორდინაციას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო უწევს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]