weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ფოთში ადგილობრივმა ოკეანის გიგანტური კუ გადაარჩინა

11:06 კვირა, 24 მარტი 2019

ხმელთაშუა ზღვიდან, შავი ზღვის აკვატორიაში, ფოთის სანაპირო ზოლში გადაშენების პირას მყოფი გიგანტური კუს სახეობა - კარეტაკარეტა შემოვიდა. გიგანტური კუ 23 მარტს, ფოთის მკვიდრმა ლაშა ხოჯავამ იპოვა.

ხოჯავამ რადიო „ათინათს“ უთხრა, რომ სცადა კუ ზღავში დაებრუნებინა, თუმცა მან გაცურვა ვერ შეძლო. ამის შემდეგ ის სახლში წაიყვანა და მომხდარის შესახებ სპეციალისტებს შეატყობინა.

„წყალში რომ შევიყვანე, ვერ გაცურა. ხან ზურგით, ხან ურიკით მოვიყვანე სახლამდე, შემდეგ კი სააბაზანოში, წყალში ჩავსვი. მერე დავრეკე ბათუმის დელფინარიუმში და მოვიდნენ გარემოს ეროვნული სააგენტოდან. წაიყვანეს. მითხრეს, წითელ წიგნშია შეყვანილი, 2 საუკუნისააო“, – ამბობს ხოჯავა.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, კუ დაუყოვნებლივ საჭიროებდა რეაბილიტაციას, თუმცა აღნიშნული სახეობისთვის საჭირო პირობები არ არსებობს არც ბათუმის დელფინარიუმში და არც „აკვარიუმში“. სააგენტოს სპეციალისტებმა დახმარებისთვის სასტუმრო „პარაგრაფს“ მიმართეს. გიგანტური კუ სარეაბილიტაციო კურსს აღნიშნული სასტუმროს საკარანტინო აუზში გაივლის, რის შემდეგაც ბუნებრივ გარემოში დააბრუნებენ.

 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]