ხანძარი დასახლებული პუნქტიდან 10 კილომეტრში გუშინ საღამოს გაჩნდა. მეხანძრე მაშველებმა მისი ჩაქრობა გვიან ღამით მოახერხეს. რთული რელიეფის გამო, ცეცხლის ჩასაქრობად ტექნიკის გამოყენება ვერ ხერხდებობდა. შემთხვევის ადგილზე 70 მეხანძრე-მაშველი იყო მობილიზებული. ისინი ცეცხლის კერებამდე ფეხით გადაადგილდებოდნენ.
უცნობია, რა გახდა ტყეში ხანძრის გაჩენის მიზეზი.