weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

გრენლანდიაში ყინული ექვსჯერ უფრო სწრაფად დნება, ვიდრე 1980-იან წლებში

17:50 ხუთშაბათი, 25 აპრილი 2019

გრენლანდია, რომელიც დედამიწის მეორე უდიდესი მყინვარული საფარის სამშობლოა, ბოლო რამდენიმე ათწლეულია ყინულს დაჩქარებული ტემპით კარგავს. ახალი კვლევის მიხედვით, დნობის მაჩვენებელი ექვსჯერაა გაზრდილი, რამაც შესაძლოა, მომავალში ზღვის დონის მატება გამოიწვიოს.

თითქმის ნახევარი საუკუნის განმავლობაში შეგროვებულ მონაცემების კვლევის შედეგად ირკვევა, რომ 1980-დან 1990 წლამდე გრენლანდიის მყინვარებმა 51 მილიარდი ტონა ყინული დაკარგეს, 2010-2018 წლებში კი 286 მილიარდი ტონა. შედეგი კი ის არის, რომ 1972 წლიდან დღემდე, მხოლოდ გრენლანდიის მიზეზით, ზღვის დონემ 14 მილიმეტრით აიწია და რაც ყველაზე საგანგაშოა, ამ მაჩვენებლის ნახევარი ბოლო 8 წელზე მოდის.

გრენლანდიის სხვა რეგიონებთან შედარებით, ასე სწრაფად არ შეცვლილა კუნძულის უკიდურესი ჩრდილო-დასავლეთი და ჩრდილო-აღმოსავლეთ რეგიონები, რომლებსაც ყინულის დაკარგვის დიდი პოტენციალი აქვთ. იმ შემთხვევაში, თუ ყინულის დნობა ამ რეგიონებშიც აჩქარდება, დნობის პროცესი უკვე მთელ გრენლანდიას მოიცავს და ზღვის დონე კიდევ უფრო მეტად აიწევს.

გრენლანდია მსოფლიოს უდიდესი კუნძულია. იქ მდებარეობს 200-ზე მეტი უზარმაზარი მყინვარი, რომელთაგან მრავალი კილომეტრობით სისქის ყინულის ცენტრალური საფარიდან ოკეანის ღრმა წყლებშია შეჭრილი. ასეთი ნაწილობრივ ჩაძირული მყინვარები გამოედინება, ფიორდებიდან თუ ვიწრო კანიონებიდან. მყინვარის კიდეებს ხშირად სწყდება ყინულის უზარმაზარი ნაჭრები.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]