weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

გუდამაყრის ტყეში გაჩენილი ხანძრის ჩაქრობა ამ დრომდე ვერ ხერხდება

22:13 ხუთშაბათი, 25 აპრილი 2019

გუდამაყრის ხეობაში, სოფელ ჩოხიდან კილომეტრნახევარში, მეხანძრე-მაშველები და ადგილობრივი მცხოვრებლები ტყეში გაჩენილი ხანძრის ჩაქრობას ცდილობენ. როგორც „რეგინფოს“ სოფლის წარმომადგენელმა მალხაზ წიკლაურმა უთხრა, დამწვარია დაახლოებით 5 ჰექტარი. მისივე თქმით, ცეცხლი ხმელ ბალახსა და წიწვოვან ხებუჩქებს უკიდია.

ადგილობრივებმა დაკვამლიანება სოფელ ჩობალაურებთან 25 აპრილს, საღამოს შენიშნეს. იქიდან გამომდინარე, რომ ხანძარი მთის ფერდობზეა, ვერ ხერხდება სახანძრო ავტოტექნიკის გამოყენება. ხანძრის ჩასაქრობად წყალს ხევიდან ეზიდებიან.

„ცეცხლი დაუდგენელი მიზეზით გაჩნდა, ჩოხის მიმართულებით ვრცელდებოდა, თუმცა მოვახერხეთ ლოკალიზება. მეორე მხარეს კი ხევი და ზვავია. ქარის გამო ხანძრის ჩაქრობას ვერ ვახერხებთ. აქ სახანძრო ტექნიკის მოყვანა გამორიცხულია“, – ამბობს მალხაზ წიკლაური „რეგინფოსთან“.

მისივე თქმით, თუ ხანძრის ჩაქრობა ხვალ დილამდე ვერ მოხერხდება, არ არის გამორიცხული ვერტმფრენის დახმარება დასჭირდეთ. მალხაზ წიკლაურის ინფორმაციით, ამ დროისთვის დასახლებულ პუნქტამდე ხანძრის გავრცელების საფრთხე არ არსებობს.

 

ამ თემაზე: გუდამაყრის ხეობაში ხანძარი ლიკვიდირებულია

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]