weather cur horoscope tv
ნოემბერი 24, 2024

ყოველდღიურ რეჟიმში ვცდილობთ გარემოს დაცვის პრიორიტეტულობა წარმოვაჩინოთ – ბახტაძე

12:20 ოთხშაბათი, 01 მაისი 2019

„წლების განმავლობაში წარმოებულმა უპასუხისმგებლო პოლიტიკამ და გარემოსდაცვითი პრინციპების იგნორირებამ საკმაოდ მძიმე რეალობის წინაშე დაგვაყენა და ჩვენ ამ უპასუხისმგებლო პოლიტიკის შედეგებს დღემდე ვებრძვით“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ბიომრავალფეროვნების აღდგენის პროგრამის პრეზენტაციაზე განაცხადა.

ბახტაძის თქმით, გამწვანებაზე ფიქრი საქართველოს თითოეული მოქალაქის ვალია.

„რამდენიმე თვის წინ ჩვენ დავაანონსეთ ჩვენი პრიორიტეტები და ძალიან მკვეთრი აქცენტი გავაკეთეთ მწვანე პოლიტიკასა და მის შემადგენელ მწვანე ეკონომიკაზე. ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში ვცდილობთ, გარემოს დაცვის პრიორიტეტულობა წარმოვაჩინოთ ყველა ინიციატივაში“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მისივე თქმით, დღეს იწყება ძალიან მნიშვნელოვანი პროექტის, კრწანისის ტყე-პარკის აღდგენა და განვითარება.

„ჩვენ აქ შევქმნით ნამდვილ ცოცხალ მუზეუმს, სადაც წარმოდგენილი იქნება არა მარტო არსებული უნიკალური ფლორა და ფაუნა, არამედ გავაშენებთ მცენარეებს წითელი ნუსხიდან. ეს ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ჩვენ შევინარჩუნოთ და უზრუნველვყოთ ბიომრავალფეროვნება ამ ულამაზეს რეგიონში. ამავე დროს, აღდგება კრწანისის ტყე-პარკის ბუნებრივი ფუნქცია, ის იქნება თბილისისა და რუსთავის დამაკავშირებელი რეკრეაციული სივრცე, რომელიც ნებისმიერ მსურველს უმასპინძლებს. შეზღუდვები იმოქმედებს გადაადგილების საშუალებებზე, კერძოდ, გადაადგილება შესაძლებელი იქნება მხოლოდ ფეხით, ველოსიპედით, ან ელექტრომობილით“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]