უწყების ინფორმაციით, ცეცხლის ორივე კერასთან მთელი ღამის განმავლობაში დარჩება ცოცხალი ძალა, რომელიც ტერიტორიის მონიტორინგს უწყვეტ რეჟიმში განახორციელებს. საჰაერო ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკა ცეცხლის სალიკვიდაციოდ მუშაობას დილიდან განაახლებს.
ტყეში ხანძარი დღეს, 15 მაისს დღის მეორე ნახევარში გაჩნდა. შსს-ს ცნობით, ხანძრის ქრობის პროცესში 150-მდე მეხანძრე-მაშველი და 30-მდე მეტყევე, ასევე, სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი ჩაერთო. რთული რელიეფის გამო, ხანძრის კერასთან სახანძრო-სამაშველო ტექნიკის შეყვანა ვერ ხერხდება. ვერტმფრენმა ხანძრის კერებზე წყლის დასხმა კი არასაკმარისი ხილვადობის გამო შეწყვიტა.