სამინისტროს განცხადებით, პროექტი „ქარსაფარი ზოლების აღდგენა და გაშენება კახეთის მხარეში“ მულტისექტორულია, რაც ნიადაგის და ბიომრავალფეროვნების დაცვასთან ერთად, კლიმატთან ადაპტაციის ხელშეწყობას ითვალისწინებს.
„ნიადაგის დაცვის უზრუნველყოფის მიზნით, მნიშვნელოვანია ქარსაფარი ზოლების აღდგენისა და გაუდაბნოების წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებების განხორციელება. მინდორდაცვითი ზოლების აღდგენის საკითხზე სამინისტრო აქტიურად მუშაობს. მადლობა მინდა გადავუხადო დონორ ორგანიზაციებს მხარდაჭერისთვის, რასაც მათგან ვიღებთ ზოგადად დარგის განვითარებისთვის და ახალი პროექტის განხორციელებისთვის“, - განაცხადა გარემოს დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი ხანიშვილმა.
პროექტს კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრი (RECC) სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდის (IFAD) ფინანსური მხარდაჭერით, სოფლის მეურნეობის მოდერნიზაციის, ბაზარზე წვდომისა და მოქნილობა (AMMAR) პროექტის ფარგლებში ახორციელებს.