weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ოკაცეს კანიონი რამდენიმე დღით დაიკეტა

17:47 სამშაბათი, 11 ივლისი 2017
ოკაცეს კანიონი რამდენიმე დღით დაიკეტა ფოტო © გიორგი ნიკოლავა

ოკაცეს კანიონი რამდენიმე დღე ვიზიტორების მიღებას ვერ შეძლებს. მარტვილისა და ოკაცეს ბუნების ძეგლების ადმინისტრაციის დირექტორმა ზაზა გაგუამ „ლაივპრესს“ უთხრა, რომ კანიონის დაკეტვის მიზეზი ტექნიკური სამუშაოებია, რომელიც სავარაუდოდ 3-4 დღე გაგრძელდება.

„კანიონზე კიდული ბილიკებია, რომელიც პერიოდულად ტექნიკურ სამუშაოებს საჭიროებს, რაც ყოველთვის ხდებოდა სხვადასხვა სეზონზე. გადასაჭიმია ბაგირები კლდეზე ქვათა ცვენა რომ არ მოხდეს. ხდება დასუფთავება. შუა კვირა შევარჩიეთ, რომ ეს სამუშაოები შაბათ-კვირისთვის მოგვესწრო“, - განაცხადა ზაზა გაგუამ.

ოკაცეს კანიონის ბუნების ძეგლი იმერეთში, ხონის რაიონის სოფელ გორდში, ზღვის დონიდან 520 მეტრზე მდებარეობს. კანიონის სიგრძე 35-50 მეტრია, სიგანე კი საშუალოდ 4 მეტრი. კანიონის საფეხმავლო მარშრუტის დაფარვა 2-3 საათშია შესაძლებელი. მარშრუტი დადიანების ისტორიულ ტყე-პარკსა და 780 მეტრი სიგრძის კიდულ ბილიკზე გადის და პანორამული გადასახედით სრულდება.

ოკაცეს კანიონის მონახულება მთელი წლის განმავლობაში, ორშაბათის გარდა ყოველდღეა შესაძლებელი. უფროსებისთვის შესვლა 7 ლარი ღირს, სტუდენტებისა და სკოლის მოსწავლეებისთვის - 4 ლარი. აქტიური ტურისტული სეზონი აპრილიდან ოქტომბრის ჩათვლით გრძელდება. ზაზა გაგუას ინფორმაციით, 2017 წლის პირველ ექვს თვეში ოკაცეს კანიონს 25 834 ადამიანი ეწვია, საიდანაც 10 195 უცხოელი იყო.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]