weather cur horoscope tv
დეკემბერი 03, 2024

ადამიანი რომელიც სხვებს დაბინძურებასთან ბრძოლის ძალას აძლევს

16:19 შაბათი, 15 ივნისი 2019

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ჰაერის დაბინძურების შედეგებისგან ჩინეთში 2016 წელს მილიონ ადამიანზე მეტი გარდაიცვალა. გარემოს მკვლევარი მა ჯუნი ჩინეთის მთავრობასა და კერძო კომპანიებზე მუდმივ ზეწოლას ახდენს, რათა მათ ჰაერის დაბინძურება შეამცირონ.

ყოფილმა გამომძიებელმა ჟურნალისტმა და ცნობილი წიგნის, „ჩინეთის წყლის კრიზისის“ ავტორმა, 2006 წელს გარემოსდაცვით და საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (IPE) დააარსა. ორგანიზაციის მიზანი გარემოსდაცვითი ინფორმაციის გავრცელებაა.

IPE-ს ზეწოლის შედეგად ჩინეთის მთავრობამ დამაბინძურებლების წყაროების მონაცემები გაასაჯაროვა და ისინი ონლაინ-რუკასა და ტელეფონის აპლიკაციაში შეიყვანა, რომელსაც Blue Map ეწოდება.

ახლა ჩინეთის მოქალაქეებს შეუძლიათ ნახონ, უსაფრთხოა თუ არა მათი შვილების გარეთ სათამაშოდ გაშვება და შეუძლიათ იმ საწარმოების ამოცნობა, რომლებიც დაბინძურების მიზეზია.

მა ჯუნის თქმით, კომპანიები საზოგადოებრივი წნეხის ქვეშ არიან, რათა უფრო სუფთები გახდნენ. მისივე თქმით, ასევე მნიშვნელოვანია ის, რაში მთავრობა დარწმუნდა - გარემოსდაცვითი გამჭვირვალობა ჩინეთის საზოგადოებას არ გახლეჩს.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]