ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ყველაზე მეტი – 447 ფაქტი გამოვლინდა კახეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე. სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს მასშტაბით – 88, იმერეთში – 119, გურიაში – 16, რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთში – 18, აჭარის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე – 100, მცხეთა-მთიანეთში – 32, შიდა ქართლში – 57, ქვემო ქართლის მასშტაბით – 102, სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს მასშტაბით – 130, ხოლო თბილისში – 12 ფაქტი დაფიქსირდა.
გარემოს დაცვის სამინისტროს ცნობით, ჯამში, ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული 12 429 მ3-მდე ხე-ტყე.
„ამავე პერიოდში, დაფიქსირდა სახერხი საამქროს ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის 278 ფაქტი და ამოღებულია 120 ერთეული დაურეგისტრირებელი სახერხი. მასალები, შემდგომი რეაგირებისთვის, შესაბამის უწყებებშია გადაგზავნილი“, – აცხადებენ გარემოს დაცვის სამინისტროში.