სპეციალისტები მოსახლეობას მოუწოდებენ, გამოიჩინონ სიფრთხილე და არ შეეხონ ნაპირზე გამორიყულ ზღვის ძუძუმწოვრებს.
ვირუსული ინფექცია შავ ზღვაში პერიოდულად აქტიურდება. მაგალითად, 2016 წლის მარტში შავი ზღვის სანაპიროზე მკვდარი დელფინების გამორიყვის 19 შემთხვევა გამოვლინდა.
გარემოს ეროვნული სააგენტო მოქალაქეებს მოუწოდებს, რომ მსგავსი ფაქტების დაფიქსირების შემთხვევაში დარეკონ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე: 153