weather cur horoscope tv
ნოემბერი 24, 2024

პარლამენტს მოუწოდებენ, ქარსაფარი ზოლების შესახებ კანონის მიღება დააჩქაროს

20:07 კვირა, 21 ივლისი 2019

ვებგვერდზე Manifest.ge გამოქვეყნდა პეტიცია, რომლის ხელმომწერები საქართველოს პარლამენტსა და მთავრობას მოუწოდებენ, დაჩქარდეს „ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლების შესახებ“ კანონის მიღება.

პეტიციის ავტორი ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების მეგობართა ასოციაციის წევრი, პავლე თავაძეა, რომელიც დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში ქარსაფარი ზოლების განადგურების შესახებ წერს.

„შირაქის ველზე, უმართავი ხანძრების გამო, შექმნილია უმძიმესი მდგომარეობა. სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთებში მოსავლის აღების შემდეგ ათასობით ჰექტარზე გავრცელდა ხანძარი. სამწუხაროდ, უპასუხისმგებლო ფერმერების მიერ დამკვიდრებული ასეთი პრაქტიკა წლიდან წლამდე მეორდება, ნადგურდება ქარსაფარი ზოლები, რითაც დიდი ზიანი ადგება, როგორც სოფლის მეურნეობას, ასევე ბიომრავალფეროვნებას“, – აღნიშნავს პავლე თავაძე.

მისივე თქმით, ადგილობრივი ხელისუფლება და სახანძრო-სამაშველო სამსახურის თანამშრომლები ცდილობენ, როგორც პროფილაქტიკური ღონისძიებებით, ისე ხანძრების ლიკვიდაციით, შეაჩერონ ქარსაფარი ზოლების განადგურება, მაგრამ ეს მათ ძალებს აღემატება.

„ჩვენ და ჩვენი მხარდამჭერები მოვითხოვთ დაჩქარდეს საქართველოს კანონის მიღება ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლების შესახებ“, – აღნიშნულია დღეს, 21 ივლისს გამოქვეყნებულ პეტიციაში.

როგორც ცნობილია, საქართველოს კანონის პროექტი „ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლების შესახებ“ პარლამენტის აგრარულმა კომიტეტმა 2018 წელს მოამზადა. მისი მიზანი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე ქარსაფარი ზოლების აღდგენის, გაშენების, მოვლისა და დაცვის ხელშეწყობა, ქარით გამოწვეული ნიადაგის ეროზიული პროცესების თავიდან აცილებაა. ამ დროისთვის კანონპროექტი განხილვის პროცესშია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]