weather cur horoscope tv
დეკემბერი 03, 2024

ხელვაჩაურსა და შუახევში ხე-ტყის უკანონო ჭრის შემთხვევები გამოავლინეს

11:10 ხუთშაბათი, 25 ივლისი 2019

გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისა და სასაზღვრო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა აჭარაში ტყით უკანონოდ სარგებლობის ფაქტები გამოავლინეს.

მათი ცნობით, ხელვაჩაურისა და შუახევის მუნიციპალიტეტებში მოქალაქეებმა 13 ერთეული კაკლისა და 101 ერთეული წიწვოვანი სახეობის ხე-ტყე შესაბამისი დოკუმენტაციის გარეშე მოჭრეს და გადაიტანეს.

გარდა ამისა, გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აჭარისა და გურიის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა შუახევის მუნიციპალიტეტში ორი დაურეგისტრირებელი სახერხი საამქრო გამოავლინეს.

„ფაქტები შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს და გადაგზავნილია შესაბამის უწყებებში. მომხდარზე გამოძიება ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვის ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 303-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს“, – განაცხადეს გარემოს დაცვის სამინისტროში.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]