weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

სვანეთში სტიქია მხოლოდ ბუნებრივმა ფაქტორებმა გამოიწვია – გარემოს სააგენტო

13:49 პარასკევი, 26 ივლისი 2019

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებით, მათი სპეციალისტების წინასწარი შეფასებით 25 ივლისს, მესტიის მუნიციპალიტეტში განვითარებული სტიქია მხოლოდ ბუნებრივი ფაქტორებით იყო გამოწვეული.

როგორც სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, უხვმა ატმოსფერულმა ნალექებმა და თანდართულმა მყინვარების ინტენსიურმა დნობამ, მდინარე მესტიაჭალის ხეობაში, კერძოდ მურყვამისა და ლეხზირის მყინვარებზე გამოიწვია ყინულოვან-მორენული მასის ჩამოშლა, რამაც გადაკეტა ხეობა და წარმოქმნა დროებითი ტბა.

„ტბის გარღვევის შედეგადაც მდინარე მესტიაჭალის ხეობაში განვითარდა უეცარი წყალმოვარდნა. მოვარდნილი ტალღის დონემ მესტიაჭალის ჰიდროლოგიურ სადგურზე 70-დან 100 სანტიმეტრამდე მოიმატა. წყლის დონის მატება გადაიზარდა ღვარცოფში, რაც სამჯერ განმეორდა. პირველი ტალღა 7:00 საათზე, მეორე - 14 :00 საათზე და მესამე კი 19:00 საათზე განვითარდა, რამაც ინფრასტრუქტურული ობიექტები დააზიანა“, – აცხადებენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში.

მათივე ცნობით, სააგენტოს სპეციალისტების ჯგუფი ტერიტორიას სწავლობს და შესაბამისი დამცავი ღონისძიებების გასატარებლად რეკომენდაციები მომზადდება.

„სპეციალისტების განმარტებით, ამ ეტაპზე, მესტიაჭალის წყლის დონის კლება აღინიშნება. სინოპტიკოსების განმარტებით 26 ივლისს სვანეთის რეგიონში შენარჩუნდება დროგამოშვებით მცირე წვიმა, 19:00 საათიდან გამოიდარებს“, – აცხადებენ სააგენტოში.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]