weather cur horoscope tv
მარტი 19, 2024

ფრინველების გადაღება თუ მოგწონთ, ვაშლოვანში ჩამოდით – პრეზიდენტი

14:34 პარასკევი, 26 ივლისი 2019

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა კამპანიის „გაატარე ზაფხული საქართველოში“ ფარგლებში მორიგი ვიდეო დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, ვაშლოვანის ნაკრძალში ჩაწერა და უცხოელებს ამ ადგილის მონახულება ურჩია.

„გაატარეთ თქვენი ზაფხული საქართველოში. ჩვენ ვიმყოფებით კახეთის ყველაზე აღმოსავლეთ ნაწილში, ვაშლოვანის პარკში. ეს უნიკალური ადგილია ევროპასა და მსოფლიოში, სადაც ყველა კონტინენტიდან ჩამოდიან მტაცებელ ფრინველებზე დასაკვირვებლად, რადგან ისინი იკრიბებიან აქ, ძალიან მცირე ტერიტორიაზე. ასე რომ, თუ მოგწონთ უნიკალური მტაცებელი ფრინველებისთვის სურათების გადაღება, ჩამოდით ვაშლოვანის პარკში“, – ამბობს სალომე ზურაბიშვილი ვიდეოში.

მსგავსი ვიდეომიმართვა საქართველოს პრეზიდენტმა აჭარიდანაც გააკეთა.

კამპანია „გაატარე ზაფხული საქართველოში“ მას შემდეგ დაიწყო, რაც რუსეთის პრეზიდენტმა, საქართველოში დაწყებული ანტისაოკუპაციო გამოსვლების ფონზე, რუსულ ავიაკომპანიებს რუსეთიდან საქართველოს მიმართულებით პირდაპირი რეისების შესრულება აუკრძალა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]