weather cur horoscope tv
დეკემბერი 03, 2024

ბუნების დაცვისთვის დაღუპული რეინჯერების ოჯახები ყოველთვიურ კომპენსაციას მიიღებენ

14:36 ორშაბათი, 05 აგვისტო 2019

გარემოს დაცვისას, სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს გარდაცვლილთა ოჯახის წევრები ყოველთვიურად 1000 ლარის ოდენობით კომპენსაციას მიიღებენ. შესაბამისი კანონი ძალაში პირველი აგვისტოდან შევიდა. კომპენსაცია ვრცელდება კანონის ამოქმედებამდე მომხდარ შემთხვევებზეც.

კანონით კომპენსაციის მიღების უფლება აქვთ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპული ან მიღებული დაზიანების შედეგად გარდაცვლილი საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებების იმ თანამშრომლების ოჯახის წევრებს , რომლებიც მონაწილეობდნენ სტიქიური უბედურების სალიკვიდაციო / სამაშველო სამუშაოებში ან რომლებსაც მინიჭებული აქვთ გარემოს დაცვის სფეროში საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ფაქტების გამოვლენისა და აღკვეთის უფლებამოსილება.

„სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანა და კომპენსაციის დაწესება გარემოსდაცვითმა ორგანიზაციამ „მწვანე ალტერნატივამ“ მოითხოვა, რისთვისაც ორი წლის წინ საქართველოს პარლამენტს მიმართა. კანონპროექტის დამტკიცებას 2 წელზე მეტი დასჭირდა. ის პარლამენტმა მესამე მოსმენით 2019 წლის 17 აპრილს მიიღო, ძალაში კი პირველ აგვისტოს შევიდა.

„სიმბოლურია, რომ კანონის ამოქმედების წინა დღე – 31 ივლისი რეინჯერთა მსოფლიო დღეა. ამასთანავე, „მწვანე ალტერნატივა“ სწორედ 2001 წლის 31 ივლისს დაარსდა. თუმცა, ორგანიზაციის საზეიმო განწყობა მთლიანად დაჩრდილა ჩვენი კოლეგის, სახეობათა კონსერვაციის სამეცნიერო-კვლევით ცენტრ „ნაკრესის“ (NACRES) გამგეობის წევრის და კონსერვაციის პროგრამის დირექტორის, ბეჟან ლორთქიფანიძის დაკავების ფაქტმა, რომელიც 20-21 ივნისის ღამეს ანტისაოკუპაციო აქციაში მონაწილეობისთვის დააკავეს და აღმკვეთი ღონისძიების სახით, სრულიად უსაფუძვლოდ, წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს“, – აღნიშნულია „მწვანე ალტერნატივის“ განცხადებაში.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]