weather cur horoscope tv
დეკემბერი 21, 2024

მყინვარწვერის მისასვლელი ბილიკი და მეტეოსადგურის ტერიტორია ნაგვისგან გაწმინდეს

11:43 პარასკევი, 25 ოქტომბერი 2019
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ფოტო გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ფოტო

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ორგანიზებით, ყაზბეგის ეროვნულ პარკში, მყინვარწვერისკენ მიმავალი ბილიკი და მეტეოსადგურის მიმდებარე ტერიტორია დაასუფთავეს.

მყინვარზე, რომელიც ზღვის დონიდან 3 653 მეტრზე მდებარეობს, ნაგვის ურნები განთავსებული არ არის. სამინისტროს განმარტებით, ეს მსოფლიოში არსებული პრაქტიკაა, რადგან ტერიტორიიდან ნაგვის სისტემატური გატანა, ბუნებრივი პირობების გამო, შეუძლებელია.

„მინდა ყველას, განსაკუთრებით კი დაცული ტერიტორიების ვიზიტორებს მოვუწოდო, მეტი პასუხისმგებლობა გამოიჩინონ, ნუ დაანაგვიანებენ ტერიტორიებს. ადგილობრივი ბიზნესექტორის წარმომადგენლებისა და ჩვენი მოქალაქეების აქტიური ჩართულობა დასუფთავების აქციებში, მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს არსებულ ვითარებას“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, იური ნოზაძემ.

ყაზბეგის ეროვნული პარკის საერთო ფართობი 78 543,4 ჰექტარია. ეროვნული პარკის 35% ტყითაა დაფარული, დანარჩენი ტერიტორია კი ალპურ იალაღებს, მორენებს, თოვლით დაფარულ მწვერვალებსა და კლდეებს უჭირავს.

ეროვნული პარკი იშვიათი და უნიკალური სახეობის ცხოველისა და ფრინველის თავშესაფარია. ყაზბეგის ეროვნული პარკი მაღალმთიანია და მისი ყველაზე დაბალი წერტილი ზღვის დონიდან 1400 მეტრზე მდებარეობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]