არჯევანის ტყის მასივში გაჩენილი ხანძრის ჩაქრობას ასზე მეტი მეხანძრე–მაშველი ცდილობდა. სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენმა და მაშველებმა მუშაობა გამთენიისას განაახლეს.
„საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დანაყოფები მთელი ღამე მეთვალყურეობდნენ, რომ ხანძრის ახალი კერები არ გაჩენილიყო. ლოკალიზება დღეს დილით გამოცხადდა. ამჟამად მიმდინარეობს აქტიური სამუშაოები ხანძრის სრული ლიკვიდაციისთვის” – აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში.
ტყეში ცეცხლის გაჩენის მიზეზი უცნობია. ადგილობრივების თქმით, ხანძარი გუშინ, შუადღისით გაჩნდა. დღის განმავლობაში მის ლოკალიზებას ხელს უშლიდა ქარი, სიცხე და მიუდგომელი ადგილები, სადაც სახანძრო მანქანების მისვლა ვერ ხერხდებოდა. ხანძრის გაჩენიდან რამდენიმე საათში სამუშაოებში სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი ჩაერთო.