weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

რაჭაში ახალი დაცული ტერიტორია დაარსდება

14:16 ოთხშაბათი, 26 თებერვალი 2020

ონის მუნიციპალიტეტში რაჭის ეროვნული პარკი და შოვის აღკვეთილი შეიქმნება, რომლის ფართობიც 52 191 ჰექტარს მოიცავს. დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინფორმაციით, უკვე მომზადებულია კანონპროექტი „რაჭის ეროვნული პარკისა და შოვის აღკვეთილის შექმნისა და მართვის შესახებ“, რომელიც ჯერ არსად არის გამოქვეყნებული.

„გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ შემუშავებული პოლიტიკის ფარგლებში, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე დაცული ტერიტორიების ფართობები იზრდება. დაცული ტერიტორიების დაარსება რაჭის რეგიონში ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან, ერთი მხრივ, ეს ხელს შეუწყობს ბიომრავალფეროვნების დაცვას, ხოლო, მეორე მხრივ,  ეკოტურიზმის განვითარებას და შესაბამისად, ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას“, - აღნიშნავს დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე თომა დეკანოიძე.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]