weather cur horoscope tv
დეკემბერი 26, 2024

ონის კასკადის მშენებლობაზე სამინისტროს გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრეს

16:32 პარასკევი, 12 ივნისი 2020

რაჭაში, ონის ჰიდროელექტროსადგურების კასკადის მშენებლობასა და ექსპლუატაციაზე გაცემული გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნით თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართეს. სასამართლოში ადგილობრივი მოქალაქეების ინტერესებს არასამთავრობო ორგანიზაციები „მწვანე ალტერნატივა“ და „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ დაიცავენ.

საქმე ეხება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2020 წლის 17 მარტის ბრძანებას.

„ჰესის მშენებელმა კომპანიამ – სს „ონის კასკადმა“, არ უზრუნველყო ადამიანების ჯანმრთელობასა და გარემოს უსაფრთხოებისათვის არსებული რისკების შესამოწმებლად კანონით სავალდებულო კვლევების ჩატარება. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ კი, ნაცვლად იმისა, რომ უარი ეთქვა პროექტზე დადებითი გადაწყვეტილების გაცემაზე, დაავალა მშენებარე კომპანიას, პოსტ-ფაქტუმ, იმ ინფორმაციის წარმოდგენა, რომელიც კრიტიკულად მნიშვნელოვანი და კანონით სავალდებულო იყო გადაწყვეტილების მიღების ეტაპზე“, – ვკითხულობთ „მწვანე ალტერნატივას“ განცხადებაში.

გარემოსდაცვითი ორგანიზაციის შეფასებით, გასაჩივრებული გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების პროცესში, უხეშად იქნა უგულებელყოფილი საზოგადოების ინფორმირებისა და მონაწილეობის უზრუნველყოფისათვის ეროვნული და საერთაშორისო კანონმდებლობით დადგენილი ნორმები.

გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის მიხედვით, მდინარე რიონზე, ორსაფეხურიანი ბუნებრივ ჩამონადენზე მომუშავე ჰიდროელექტროსადგურის კასკადის - „ონი 1 ჰესი“ (122.46 მგვტ) და „ონი 2 ჰესი“ (83.7 მგვტ) მშენებლობაა დაგეგმილი. სს „ონის კასკადი“ ჰესების მშენებლობას 2017 წლიდან ითხოვს.

რაჭის მცხოვრებლები და გარემოსდამცველები ჰესების მშენებლობას ეწინააღმდეგებიან.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]