weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ონის სოფელ უწერაში ადიდებულა რიონმა საფეხმავლო ხიდი წაიღო

11:50 პარასკევი, 19 ივნისი 2020

ონის მუნიციპალიტეტის სოფელ უწერაში, უხვი ნალექის შედეგად ადიდებულმა მდინარე რიონმა ეკლესიისკენ მიმავალი საფეხმავლო ხიდი მოწყვიტა. გარდა ამისა, ქუთაისი-ალპანა- მამისონის საავტომობილო გზის 130-ე კილომეტრზე მეწყერი ჩამოწვა, რის გამოც მოძრაობა აკრძალული იყო.

ონის მუნიციპალიტეტის მერიაში „რეგინფოს“ უთხრეს, რომ ამ დროისთვის გზა გაწმენდილია და საავტომობილო მოძრაობაც აღდგა. მათივე განმარტებით, რიონის კალაპოტში წყლის დონის მატება მისი ერთ-ერთი შენაკადის – მდინარე მუშუანის ადიდებამ გამოიწვია.

გარემოს ეროვნული სააგნეტო 20 ივნისამდე საქართველოს უმეტეს რაიონებში წვიმას პროგნოზირებს. სინოპტიკოსების განმარტებით, ქვეყნის მთიან და მაღალმთიან რაიონებში მოსალოდნელმა ძლიერმა წვიმებმა, ასევე მაღალი ტემპერატურის ფონზე მყინვარების ინტენსიურმა დნობამ, შესაძლებელია, მდინარეებზე წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]