weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

სამუხის ველზე ქურციკების მეექვსე თაობა დაიბადა

12:08 პარასკევი, 19 ივნისი 2020

ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) ინფორმაციით, ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებზე ქურციკების (იგივე ჯეირანი) მეექვსე თაობა დაიბადა. გამწვანებულ სამუხის ველზე ქურციკების ნაშიერები - ლიკლიკები გამოჩნდნენ და ისინი თავს შესანიშნავად გრძნობენ.

ქურციკების მონიტორინგის სპეციალისტის, ვაჟიკო ყოჩიაშვილის თქმით, ახალშობილი ქურციკები დაბადებიდან 2-3 კვირის განმავლობაში ძალიან რთული საპოვნელია. ისინი საიმედოდ იმალებიან ბალახში და სამალავს მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში, სწრაფი ნახტომებით ტოვებენ. არანაკლებ ფრთხილია მდედრი ქურციკიც, რომელიც ახალშობილიდან 100-300 მეტრის მოშორებით წევს ან ბალახობს და ლიკლიკას მხოლოდ იმ შემთხვევაში უახლოვდება, თუ არანაირ საფრთხეს არ გრძნობს.

„ამიტომ ახალშობილების სანახავად ნებისყოფა, მოთმინება და 500-600 მეტრი მანძილიდან მონოკლით თვალიერებაა საჭირო. რამდენიმე საათში ერთხელ მდედრი ქურციკი უახლოვდება ახალშობილს და კვებავს. რამდენიმე წუთის შემდეგ ლიკლიკა ისევ იმალება, ხოლო დედა სცილდება მის ადგილსამყოფელს. ეს მომენტი წარმოადგენს ახალშობილის დანახვის იდეალურ და უსაფრთხო შანსს“, – წერს ვაჟიკო ყოჩიაშვილი, რომელსაც ლიკლიკებისთვის გადაღებული ფოტოები ეკუთვნის.

 

„National Geographic საქართველოს“ ინფორმაციით, მე-19 საუკუნის საქართველოში ათასობით ქურციკი იყო და მათი არეალი რუსთავამდე აღწევდა. თუმცა, გასული საუკუნის 50-იან წლებში ეს ცხოველი თითქმის სრულად გაუჩინარდა. საბჭოთა ხელისუფლება მიიჩნევდა, რომ გარეული წყვილჩლიქოსანი ცხვარს უწევდა კონკურენციას და თვალს ხუჭავდა მათ ულმობლად ხოცვაზე. 1990-იან წლებში ეს სახეობა მთლიანად განადგურდა.

ქურციკების აღდგენის პროექტი 2014 წლიდან ხორციელდება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]