„რეგინფოსთან“ მესტიის მუნიციპალიტეტის მერმა, კაპიტონ ჟორჟოლიანმა თქვა, რომ ხანძარი ფიჭვნარში, წინასწარი შეფასებით ორ ჰექტარზეა გავრცელებული. მისივე თქმით, გუშინდელთან შედარებით დაკვამლიანება შემცირებულია.
„სავარაუდოდ, მეხანძრეები დღის ბოლომდე შეძლებენ ცეცხლის ლოკალიზაციას“, – განაცხადა კაპიტონ ჟორჟოლიანმა.
მთის ფერდობზე ძლიერი დაკვამლიანება გუშინ, 6 ივლისს შენიშნეს, რის შემდეგაც ადგილზე 20 მეხანძრე-მაშველი გამოცხადდა. ხანძრის ქრობის პროცესში ვერტმფრენების ჩართვის გადაწყვეტილება დღეს მიიღეს.
ტყეში ხანძარი, სავარაუდოდ, მეხის ჩამოვარდნის შედეგად გაჩნდა.